Monday, December 10, 2012

საკრავები

                                                          ფანდური
 ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცევის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4);კლასიკური ფანდურიდამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით იავნანა   სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ძველი ხევსურული ფანდურიინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა. წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში.  თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ «იმით ერთობოდნენ». ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო». კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ “იმით ერთობოდნენ”. ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: “დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია”. : )) “გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო”. კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.


აბხრცა
აბხრცა (აფხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები.
გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან, მისი საერთო სიგრძე – 480მმ. მისი ფორმა ნავისებრი მასზე ორი მოქლონია, ხის თავფიცარი დაწებებულია.

ქართული ხალხური სიმღერა და მუსიკა
     მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის!
  ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალისაღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს.   წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში.
   საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან.  ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.





                                   ქართული ხალხური საკრავების წარსული

      ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი  ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და  ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად დაჯგუფდება:

სიმებიანი საკრავები

ჩამოსაკრავი

მოსაზიდი

ხემიანი

ფანდური

ჩანგი

ჭუნირი

ჩონგური

აბხრცა







ჩანგი
ჩანგი, იგივე ქნარი, უძველესი მოსაზიდი სიმებიანი საკრავია. გავრცელებული ყოფილა მთელ საქართველოში, დღეისათვის კი მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. სვანური ჩანგი ექვს და შვიდსიმიანია, თუმცა არსებულა ცხრასიმიანიც. ძირითადად გამოიყენება სიმღერის თანხლებისათვის – ცალკე ან ჭუნირთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ფოლკლორულ ყოფაში ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში თანაარსებობისა. ჩანგზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ექვსსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სექსტა; ბგერათრიგი: f, g, a, h, c1, d1. შვიდსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სეპტიმა; ბგერათრიგი: f, g, a, h, c1, d1, e1.
ჩანგი დღესდღეობით შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში  სვანეთში.  ჩანგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისა და დამხმარე ნაწილებისაგან, რომელთაც შეადგენენ ღილაკები და მოქლონები. საყურადღებოა ის პროპორციები, რასაც იცავენ ჩანგის მკეთებელი ოსტატები საკრავის დამზადების დროს. კორპუსი შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაწილებისაგან. ჰორიზონტალური ნაწილი რეზონატორი გრძელი ამოღრუებული ხისგან კეთდება და ნახევარცილინდრის ფორმა აქვს. მასზე დაკრულია დაახლოებით 4მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია. მასზე გაკეთებულია 6 ნახვრეტი ღილაკებისათვის, რომლებზეც სიმების ერთი ბოლოა მიმაგრებული, და რომლებიც რეზონატორის კიდეებისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ვერტიკალური ნაწილი სწორი და ბრტყელია. მასზე გაკეთებულია ნაზვრეტები მოქლონებისათვის. ვერტიკალური ნაწილის ბოლო ჩასმულია ჰორიზონტალურში. მათი შეერთეებით იქმნება მართი კუთხე. ორივე ნაწილზე სიმების პარალელურად მიმაგრებულია ხის პატარა ჯოხი. სიმების რაოდენობა ექვსი ან შვიდია.
ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ხის ჯიშებისაგან. უფრო ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, უფრო იშვიათად სოჭი. ჩანგზე უფრო მეტად ქალები უკრავენ. ჩანგი, უპირველეს ყოვლისა, სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები. სოლო ჰანგები ჩანგზე წარმოადგენენ სვანურ ხალხურ საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას და არა წმინდა ინსტრუმენტულ მელოდიებს. როგორც აკომპანირებისას, ისევე სოლო ჰანგების შესრულებისას გამოიყენება მხოლოდ ერთი ჩანგი, ორი ან მეტი ჩანგის გაერთიანება ანსამბლად სვანეთის სინამდვილეში არ დასტურდება. მაგრამ ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება ხშირია. სხვაგვარ ანსამბლში ჩანგი არ გვხვდება. ჩანგი სვანეთში მეტად პოპულარული საკრავია. ჩანგს «მწუხარების» საკრავად თვლიან. ერთ-ერთი მთხრობელის სიტყვით, ჩანგზე უკრავდნენ მწუხარების შესამსუბუქებლად. ჩანგის მწუხარების საკრავად აღიარებასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თქმულება ჩანგის შესახებ. ეს გადმოცემა ჩანგის გამოგონებას მიაწერს ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები – მისი თმები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა – მწუხარე მამის ცრემლები. სვანურად ჩანგს «შიმეკვშე»-საც ეძახიან, რაც ნიშნავს «მოტეხილ ხელს». ეს სახელწოდება  აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგის სახით შემონახულია უძველესი სიმებიანი საკრავი. იგი აღიარებულია უძველეს სიმებიან საკრავად, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების – შუმერების (და მათი მემკვიდრეების) ანალოგიური საკრავები. ის ფაქტი,  რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას, საყურადღებოა ამ ხალხების მონათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი. მშვილდი ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ ყოფილა, ამდენად არფა მისგან წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. არფის ტიპის საკრავები გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეგვიპტეში, შუმერეთში, ბაბილონში, ირანში, ჩინეთში, საბერძნეთში. 







ჭუნირი
ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია – ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: g, a, c1.




          















                    გამოყენებული მასალები:გაზეთი "კვირის პალიტრა"...ჟურნალი - "გზა
   www.google.ge  www.wikipedia.ge.  http://ucnauri.com/


4 comments:

  1. ფანდურის დანაყოფების გაკეთება თუ იცით იქნებ გამიზიაროთ.

    ReplyDelete
  2. Top 10 slot machines online - LuckyClub
    Play casino games online. You'll discover all luckyclub the best online slots games at the top of the list, and you'll win even more money from the casino

    ReplyDelete